ხშირად მომისმენია თითქოს ყველანი მარტონი ვართ საკუთარი ტკივილის წინაში, რომ ტკივილს სხვა ვერავინ ატარებს ჩვენს ნაცვლად და ვერც ვერავინ გაიგებს ზუსტად იმავეს თუ რას გრძნობს და განიცდის მეორე ადამიანი.
არასდროს ისე მძაფრად არ დამინახავს და განმიცდია შინაგანი ტკივილი, როდესაც მაშინ ფრიდას ნახატებს რომ ვუყურებ, ის არ გამოხატავს ხორცის ტკივილს ეს ბევრად მეტია ეს სულის ტკივილია , მისი ცხოვრება მოცული ტრაგედიებით ბადებს ამ ტკივილს და მის თითოეულ სურათში აცოცხლებს მათ, თითქოს ის თავის სიმძიმეებს ამ გზით იშორებს. - და მაინც ესოდენ მძაფრი ტრაგედიებისა მისი ცხოვრება სრულყოფილი იყო "მას უყვარდა და ის უყვარდათ" ...
მე ვფიქრობ ეხლა მის სამყაროში მოვხვდი , ფიქრებით ვწვდები მას და ეს ფიქრები გონებას მიმღვრევს. თითქოს შევიკუმშე - პატარა წითელ გამჭვირვალე ბურთში მოვხვდი სადაც უამრავი სახეები ჩასახლებულან-ეს ბურთი და მასში მყოფი არსებები არ განსხვავდებიან ადამიანებისაგან მხოლოდ დაპატარავდნენ, -და აქ ისეთივე ცხოვრებაა როგორიც რეალურში. გამჭირვალე ბურთი თანდათან იბურება , იკუმშება და რაც უფრო ხშირად ხდება ეს მით მეტად პატარავდებიან ადამიანები, სახები კი თანდათან მრავლდებიან.
გარჩევა ჭირს რაა რეალობა და არარეალობა ...
ცხადს გამოგონილი შეერია და ამ ორმა ირიალიზმი წარმოშვა ...იქნებ ეს სრულყოფილებაა ??! - იქნებ არასრულყოფილებაშია სრულყოფილება ??!
წითელი ბურთი თანდათან მეწამური ხდება გარშემო ათასობით ასეთი ბურთი ლოვლივებს ამ უკიდეგანო სივრცეში, ეს მოლივლივე ბურთები ერთი ადამიანის პატარა სამყაროსავითაა- დედამიწა აჭრელებულია , სივრცეში კი სიჩუმის გამყინავი ხმა არის გამეფებული.
წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ რა შემაძრწუნებლად კივის ეს სიჩუმე
...ოთახის ბნელ მხარეს გოგონას ვხედავ, რომელიც ხავსმოდებულ სავარძელში ჩასვენებულა და მშვიდი სახით ოთახის სიღრმეებს აშტერდება, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ელოდება, ოთახს კარიც კი არ აქვს...
გინახავთ თქვენ წყალში ჩაძირული თევზი ?! მე მინახავს! და თუ თქვენც გინახავთ მაშინ ამ გოგონას გამომეტყველებას ამოიცნობდით მასში.
გინახავთ თქვენ წყალში ჩაძირული თევზი ?! მე მინახავს! და თუ თქვენც გინახავთ მაშინ ამ გოგონას გამომეტყველებას ამოიცნობდით მასში.
გოგონა თევზის თვალებით, რომელიც დაუსრულებელი იმედით ელოდება არარსებული კარის შეღებას, ეს ოთახი შავ ბურთშია მოთავსებული და ყველა სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით არც კი ირხევა . . .
გოგონა... გაქვავებული ოთახის ბნელ მხარეს
მოქანავე ბურთები
რყევა...ნგრევა
ცვლილებები
გარშემო ქაოსი
მიტოვებული სახლები...დავიწყებული სახეები ...მოგონებები ...
წარმავალობა და უკვდავება ასახული ნახატებში
მომავალი წარსულიდან –ისევ ფრიდა– ისევ ტკივილი
წითელი ბურთულა და იმედი სიცოცხლისა გაფერადებული თავგანწირვით –გარდაცვალებით
კარი–მოლოდინი
ოცნება ...
თევზები – უმეტყველო სახეები
დასასრული
გამოფხიზლება
ძიება სიცოცხლისა...
და –სული ადამიანისა ...
გოგონა... გაქვავებული ოთახის ბნელ მხარეს
მოქანავე ბურთები
რყევა...ნგრევა
ცვლილებები
გარშემო ქაოსი
მიტოვებული სახლები...დავიწყებული სახეები ...მოგონებები ...
წარმავალობა და უკვდავება ასახული ნახატებში
მომავალი წარსულიდან –ისევ ფრიდა– ისევ ტკივილი
წითელი ბურთულა და იმედი სიცოცხლისა გაფერადებული თავგანწირვით –გარდაცვალებით
კარი–მოლოდინი
ოცნება ...
თევზები – უმეტყველო სახეები
დასასრული
გამოფხიზლება
ძიება სიცოცხლისა...
და –სული ადამიანისა ...